4 აპრილი 2015 წელი
ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა, ნათია აბაშიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის, რომანისტიკის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „ემპირიული მასალების დამუშავება და კვლევის მეთოდები“ კორპუსლინგვისტიკაზე დაყრდნობით. ისაუბრა კორპუსლინგვისტიკის ძირითად მონაცემებზე და მის გამოყენებაზე ენის შესწავლისა თუ კვლევის პროცესში, სოციოლინგვისტურ ასპექტებზე. იგი ექვსი თვით იტალიაში პავიის უნივერსიტეტში ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამის (TEMPO) ფარგლებში იმყოფებოდა.