13 მაისი 2015 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის სამეცნიერო კლუბის წევრებმა (ხელმძღვანელი ასოც. პროფ. გ. ბახტაძე) ილია ჭავჭავაძის მუზეუმში ჩაატარეს სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ჩემო კარგო ქვეყანავ“. სესიაზე სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ ღვაწლზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საინტერესო თემები წარმოადგინეს.