26 მაისი 2015 წელი
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სესია რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა გახსნა და ისტორიული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მარინა გიორგაძემ სესიის მონაწილეებს 1997 წელს ლევილში გადაღებული ფოტოები წარუდგინა, ხოლო პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა 1918-1921 წლების მოვლენების ამსახველი საარქივო ვიდეომასალა გააცნო. კონფერენციაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა მოხსენებები წაიკითხეს 1918-1921 წლებში განვითარებულ მოვლენებზე.
მომხსენებლებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა - 1918 წლის 26 მაისი, საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა და ეროვნული საბჭოს შექმნა, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, საერთაშორისო ვითარება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი სესია საქართველოს ჰიმნით დასრულდა.