30 მაისი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა II სამეცნიერო კონფერენცია. ტრადიციული სამეცნიერო სესია 4 სექციაში მუშაობდა და მასში 50-მდე დოქტორანტი მონაწილეობდა. მომხსენებლებმა თემები ლიტერატურათმცოდნეობის, ფოლკლორის, პუბლიცისტიკის, ლინგვისტიკის, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის მიმართულებით წარმოადგინეს.