21 მაისი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინე აროშიძემ ჩაატარა ლექციების ცხრადღიანი ციკლი (ამა წლის 11 მაისიდან 20 მაისამდე) ჩრდილოეთ-კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში თემაზე: „ანთროპოცენტრული ლინგვისტური პარადიგმა და კულტურული მეხსიერება“. მომხსენებელმა ლექციებზე განიხილა ისეთი დიდი მნიშნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კულტურათშორისი კომუნიკაციის პრობლემები, თარგმანის ლინგვოკულტუროლოგიური და სოციოლინგვისტური ასპექტები, ტექსტლინგვისტური ანალიზი და სხვ. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე და სამეცნიერო დიალოგის შესაძლებლობაზე.
იხილეთ ვებგვერდი