31 მაისი 2015 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებულ ლიტერატურულ კლუბში გაიმართა მწერლის, მთარგმნელის, ესეისტის დათო ბარბაქაძის საჯარო ლექცია თემაზე: ,,პოეზია, როგორც პასუხებზე კითხვების გაცემის ხელოვნება". ფილოსოფიურ კულტუროლოგიური ანალიზის არეალში მოხვედრილ მრავალ ასპექტს შორის უმნიშვნელოვანესია პოეზიის უმდიდრესი გამოცდილების, მისი თუნდაც პირწმინდად ისტორიული შრისგან ზოგადებადა, ამის საფუძველზე, პოეზიის ძირითადი ექსისტენციალური კოდების დადგენა. აღნიშნული ამოცანის „ამოსახსნელად“ კი აუცილებელი ხდება პოეზიის შეპირისპირება მასთან განსაკუთრებით დაახლოებული სულიერი მოღვაწეობის - ფილოსოფიის - გამოცდილებასთან. მომხსენებელმა დათო ბარბაქაძემ საკითხი განიხილა პოეზიის, როგორც „სიბრძნის ერთი დარგის“ პოზიციებიდან (პოეზიისა და ფილოსოფიის თავდაპირველი თანაარსებობის ბერძნული გამოცდილების გათვალისწინებით.
საჯარო ლექცია ჩატარდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - ,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ - ფარგლებში.