ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა გაიხსნა. ღონისძიება აშშ-ს ელჩმა  საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარინა გიორგაძემ, მშვიდობის კორპუსის დირექტორის მოადგილემ კარმენ შიენმა და მშვიდობის კორპუსის ინგლისური ენის მასწავლებელმა მარია ინისმა გახსნეს. ორკვირიანი საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებში ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბრის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ამერიკის კულტურის შესახებ ცოდნის შეძენას ითვალისწინებს. მასში პირველ ეტაპზე  ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების IX, X, XI კლასების 130 წარმატებული მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მეორე ეტაპზე - ბსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის 100-მდე სტუდენტი.

სასწავლო პროცესში ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მშვიდობის კორპუსის 6 ამერიკელი წარმომადგენელია ჩართული. სწავლების დასასრულს მონაწილეებს ბსუ-სა და მშვიდობის კორპუსის სერტიფიკატები გადაეცემათ.

საზაფხულო სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ბსუ-ში მოწვეული მშვიდობის კორპუსის ინგლისური ენის მასწავლებლის მარია ინისის ორგანიზებით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა