ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გაცვლითი პროგრამით ვენეციის კაფოსკარის უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპაარტამენტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან სვანიძე 2014-2015 სასწავლო წელს ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ვენეციის კაფოსკარის უნივერსიტეტში (Ca’Foscari University of Venice). მკვლევარმა პროფესორ პაოლო ბალბონის ხელმძღვანელობით ჩაატარა სამეცნიერო კვლევა თემაზე: “ინტერკულტურული კომუნიკაციის არავერბალური ასპექტები და კომუნიკაციის არავერბალური ნაწილის როლი ენების სწავლების პროცესში“ („Non-verbal aspects of intercultural communication and the place and role of non-verbal part of communication in the process of teaching languages“), რომლის პრეზენტაცია  შედგა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლინგვისტიკისა და შეპირისპირებითი კულტურული კვლევების დეპარტამენტის სხდომაზე. ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან სვანიძემ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კაფოსკარის უნივერსიტეტში ჩაატარა ლექციები (120 აკად. საათი) რუსულში, როგორც უცხო ენაში უნივერსიტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებთან და მონაწილეობა მიიღო ენების საზაფხულო სკოლის მუშაობაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა