8 ნოემბერი 2015 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებულ ლიტერატურულ კლუბში გაიმართა შეხვედრა ფილოსოფოსთან და ლიტერატურის კრიტიკოსთან ლექსო დორეულთან. სტუმარმა სტუდენტებისათვის ორდღიანი საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ფენომენოლოგია და ლიტერატურა“. ღონისძიება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა.