10 ნოემბერი 2015 წელი
იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საზეიმო სხდომა ჩატარდა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აჭარის რეგიონალური სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, მარინე აროშიძე ფოლოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა. უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ მარინე აროშიძეს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
სიგელი