30 ივლისი 2015 წელი

სლავისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა სოფიკო თავარქთილაძემ, რუსული ფილოლოგიის III კურსის სტუდენტებმა გიორგი ხორავამ და თემურ დიდმანიძემ მონაწილეობა მიიღეს საზაფხულო სკოლაში „პოლონური კულტურისა და ენის საზაფხულო სკოლა უცხოელთათვის“ („Letnia Szkoła Języka i Kultury Polskiej dla cudzoziemców“). სწავლება პოლონეთში, ქალაქ ბელასტოკში ბელასტოკის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტთან არსებული პოლონური კულტურისა და ენის სკოლის POLLANDO-ს ორგანიზებით გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ბსუ-ს სტუდენტებმა პოლონეთის განათლების სამინისტროს სტიპენდია მოიპოვეს, პოლონური ენის შესწავლის კურსი გაიარეს და A1 დონის შესაბამისი სერტიფიკატები მიიღეს.