27 ნოემბერი 2015 წელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ცირა ბარბაქაძემ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: "კვანტურობა, შემოქმედება და ადამიანი". მომხსენებლის შეფასებით, მეცნიერები სულ უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ კვანტური ეფექტები მხოლოდ ფიზიკის სფეროს არ განეკუთვნება, იგი ცნობიერების პროცესების გამოვლინებაა და ვრცელდება ყველაფერზე. თანამედროვე ადამიანი კვანტური ცნობიერების დაუფლებით ცვლის და მართავს საკუთარ ცხოვრებას. ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.