1 დეკემბერი 2015 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნახატების გამოფენა გაიხსნა „აჭარწიგნის“ წიგნების მაღაზიაში. დამთვალიერებელს ათი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება გაეცნონ ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრების 50 ნამუშევარს. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. გამოფენა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტური ასოციაციისა და სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.