30 ნოემბერი 2015 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის პროფესორმა ემზარ მაკარაძემ და ასისტენტ პროფესორმა ლიანა ჭყონიამ მონაწილეობა მიიღეს სტამბოლში გამართულ საერთაშორისო სემინარის ,,კავკასიის თურქოლოგთა I საერთაშორისო სამუშაო შეხვედრის” მუშაობაში. ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოსა და კავკასიაში თურქოლოგიაში არსებული პრობლემების წარმოჩენას, განხილვასა და მათი გადაჭრისათვის ოპტიმალური გზების მოძიებას. ორდღიანო სემინარი იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და თურქეთის საენათმეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა.