8 ნოემბერი 2015 წელი
2015 წლის 7-8 ნოემბერს ჰუმანიტარულ ფაკულტეტთან არსებულ ლიტერატურულ კლუბში ფილოსოფოსისა და ლიტერატურის კრიტიკოსის ლექსო დორეულის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ,,ლიტერატურა და ფენომენოლოგია“. ფენომენოლოგია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მიმდინარეობაა. მის ფარგლებში ორიგინალურად გაიაზრებოდა მთელი რიგი ფილოსოფიური პრობლემები და ჩამოყალიბდა ეგოლოგიის, ანუ ,,მე“-ს მცოდნეობის ახლებური პარადიგმები, რომლებიც დღესაც არ კარგავს თეორიული მნიშვნელობას და ახლაც ინტენსიური კვლევის ობიექტს წარმოადგენს თანამედროვე ფილოსოფიისათვის. ამ ფილოსოფიურმა მიმდინარეობამ გარკვეული გავლენა იქონია თანამედროვე კულტურის ფორმირებაზე. ფენომენოლოგიურ მეთოდს და მასზე დამყარებულ ,,მე“-ს შემეცნების პრინციპს გამოიყენებს არა მხოლოდ ფილოსოფიური აზროვნება; მან მკაფიო ასახვა ჰპოვა მხატვრულ ლიტერატურაშიც.
საჯარო ლექციის მიზანი იყო რელიგიური და ფილოსოფიური ფენომენოლოგიის ანალიზი, მე-20 საუკუნის ფენომენოლოგიის გავლენა ამ ეპოქის ლიტერატურაზე, მისი მხატვრულ-ესთეტიკური თავისებურების ჩვენება.
ლექცია გაიმართა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამების ,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში.