29 ნოემბერი 2015 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის IV კურსის წარჩინებულმა სტუდენტმა თამაზ დავითაძემ იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია საქართველოს ისტორიის აქტუალურ საკითხებზე. მომხსენებელმა მოზარდებს ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები შეახსენა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიება საქველმოქმედო ფონდ „იალქანის“ ინიციატივით ჩატარდა.