ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„რუსი მწერლები და პოეტები ბათუმში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავისტიკის დეპარტამენტში ჩატარდა რუსული ლიტერატურის წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება „რუსი მწერლები და პოეტები ბათუმში“. სტუდენტებმა წარმოადგინეს ო. მანდელშტამის, მ. ბულგაკოვისა და ს. ესენინის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ბათუმური პერიოდი. ახალგაზრდებმა ისაუბრეს მათი ბათუმში ჩამოსვლის მიზეზებზე, გააანალიზეს, წაიკითხეს მათ მიერ ბათუმში და ბათუმზე დაწერილი ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ღონისძიების მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ბათუმის როლს რუსი ლიტერატორების შემოქმედებით ბიოგრაფიაში. XX საუკუნის  პირველი მესამედის პოლიტიკურ-სოციალურმა ქარტეხილებმა ქალაქს საკმაოდ საინტერესო ფუნქცია მიანიჭა – რუსი პოეტები და მწერლები ამ ქალაქის გავლით უცხოეთში მოხვედრას გეგმავდნენ. მაგრამ სწორედ აქ იფილტრებოდა რუს მწერალთა მისწრაფება უცხოეთისადმი, აქ აკეთებდნენ არჩევანს და ამ არჩევანის შედეგად შეინარჩუნა რუსულმა ლიტერატურამ ამ პოეტების სახელები. ღონისძიება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა