18 დეკემბერი 2015 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ემზარ მაკარაძემ მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის 70 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომასა და სამეცნიერო კონფერენციაში. მკვლევარმა სესიაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: „თანამედროვე თურქეთის საშინაო პოლიტიკის პრობლემები (2015 წლის მოვლენები)“. ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით არსებული პრობლემების წარმოჩენას, განხილვასა და მათი გადაჭრისათვის ოპტიმალური გზების მოძიებას.