4 აპრილი 2014 წელი

ფრანკოფონია 2014-ის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დასკვნითი საღამო და თეატრალიზებული წარმოდგენა ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ გაიმართა. კონკურსის ,,bonjour la Franca” გამარჯვებულებსა და კონფერენციის მონაწილეებს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარინა გიორგაძემ და თბილისის ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟილ კარასომ სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს. ფრანგული ენის დონის შესამოწმებელ ტესტირებაზე პირველი ადგილი დაიკავეს: ბსუ ფრანგული ფილოლოგიის III კურსის სტუდენტმა სოფიო ფურკაძემ -(B1) და ბსუ ინგლისური ფილოლოგიის II კურსის სტუდენტმა გვანცა თოფურიამ - (A2).