6 აპრილი 2014 წელი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ბულგარეთში, ველიკო ტირნოვოში გამართულ მეთერთმეტე საერთაშორისო სიმპოზიუმში - МАПРЯЛ 14 - მიიღეს მონაწილეობა. ოთხდღიანი სიმპოზიუმი რუსული ენის თეორიულ-პრაქტიკულ შესწავლასა და მის შედარებით-ტიპოლოგიურ აღწერას მიეძღვნა. თარგმანის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების სექციის ხელმძღვანელმა, სლავისტიკის დეპარტამენტის პროფესორმა მარინე აროშიძემ მოხსენება წარადგინა თემაზე: „მეტაფორული სახეების თარგმნის პრობლემები“, სლავისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა დალი დობორჯგინიძემ „ენების ინტერფერენცია პოლიკულტურულ სივრცეში“ და პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორმა ლელა თავდგირიძემ „უცხო ენების ფლობის შეფასების თანამედროვე ტექნოლოგიები“.