ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებულია პროფ. ემზარ მაკარაძის სახელობითი სტიპენდია

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება უნდა წარმოადგინონ ბსუ-ს რექტორის სახელზე  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამდივნოში (დანართი 2).

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვთ  ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის „თურქეთისმცოდნეობის“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან (მესამე სემესტრიდან), თუ:

ა) სტიპენდიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ  დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით მიღებული აქვთ 81 ქულა და მეტი.  

ბ) გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არიან  სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა. შ. მონაწილე და აქვთ მაღალი მიღწევები.

გ) ან არის სოციალურად დაუცველი.

 3. საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 1) უნდა მოიცავდეს:

ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);

ბ) სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო ავტობიოგრაფიას (CV) (დანართი 3);

გ) სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, სიმპოზიუმის და სხვ. ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის (ზეპირი, სტენდური მოხსენება) დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სერტიფიკატის და სხვ. დედანს ან ნოტარიულად დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის მოწმობის ასლს;

ე) ცნობას - რომელშიც საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით მიღებულია 81  და მეტი  ქულა (დეკანის მიერ  დამოწმებულს);

ვ) ცნობას სოციალური მდგომარეობის შესახებ.

 4.  საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიის მიერ არ განიხილება (არ შეფასდება) შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ კონკურსანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;

ბ) თუ კონკურსანტის  მიერ ინფორმაცია/დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა. შ.);

გ) თუ კონკურსანტის  მიერ წარმოდგენილი მონაცემები (დოკუმენტები) არ შეესაბამება სინამდვილეს (ყალბი აღმოჩნდა), რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით;

დ) თუ კონკურსანტს  დანიშნული აქვს რომელიმე სახის სტიპენდია;

ე) თუ კონკურსანტს  აქვს ფინანსური დავალიანება.

5. ა) კონკურსანტთა საბუთები მიიღება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამდივნოში 2016 წლის 21 მარტიდან  28 მარტის ჩათვლით.           

) კონკურსის  შედეგები გამოქვეყნდება    2016 წლის  30 მარტის შემდეგ.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭო

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა