21 მარტი 2016 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა სახელწოდებით ‘’ოლკასი-ეგეოსიოდან შავ ზღვამდე’’ გაიხსნა. ფოტოგამოფენა, რომელიც შუასაუკუნეობრივი საპორტო ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურება, 32 საპორტო ქალაქის აღმნუსხველი ფოტომასალაა წარმოდგენილი.
პროექტში ‘’ოლკასი’’ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები ( საბერძნეთი, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, საქართველო) მონაწილეობდნენ და მისი მიზანი უძველესი საპორტო ქალაქების ქსელის შეიქმნა იყო. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
ფოტოგამოფენა ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფოიეში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.