ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფრანკოფონიის კვირეულის საზეიმო დახურვა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის კვირეული საზეიმოდ დაიხურა. კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი,   საფრანგეთის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში ჟან ივ-ლავუარი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტსა და ფრანგულ ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ურთიერთობის გაღრმავებას, ფრანგული ენის და  კულტურის პოპულარიზაციას ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა  და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობას ითვალისწინებს.

ფრანკოფონიის კვირეულის დახურვის ცერემონიაზე  ფრანგული ენის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებსა  და საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიგელები გადასცეს. ასევე, პრეზენტაცია გაიმართა   ფრანგული ინსტიტუტის საქმიანობასა და  გაცვლით პროგრამებზე.

ფრანკოფონიის კვირეული, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება,  19 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად, ფრანკოფონიის დღეებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით აღნიშნავს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა