ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უცხოელ სტუდენტებთან

სურათი

დღეს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარინა გიორგაძე უცხოელ სტუდენტებს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ყაზახეთის იურიდიული უნივერსიტეტის, ნახიჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თურქეთის რესპუბლიკის  25-მდე სტუდენტი ესწრებოდა. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უცხოელი სტუდენტების სწავლისა და ცხოვრების პირობებს გაეცნო. ასევე, დაიგეგმა სხვადასხვა გაცნობითი და კულტურული ღონისძიებების მოწყობა. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს  სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  30 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ყაზახი და  აზერბაიჯანელი  სტუდენტები ბსუ-ში გაცვლითი პროგრამების ფარგლებში იმყოფებიან , თურქი სტუდენტები კი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურის სტუდენტები  არიან. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა