
მშვიდობის კორპუსის მოხალისეებისა და საერთაშორისო განათლების ცენტრის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა შემოქმედებითი წერის კონკურსი ინგლისურ ენაში. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენის სპეციალობის I-IV კურსის სტუდენტებმა და 50-მა მაგისტრანტმა. ქვეყნის მასშტაბით პირველობა მოიპოვეს მარიანა აპოსტოლმა, ნანა შავაძემ და მაია პაპიძემ. რეგიონულ უნივერსიტეტებს შორის საუკეთესო ესეების ავტორებად დასახელდნენ: ანა კუსიდუ, ნანა შავაძე, მარიანა აპოსტოლი, მაია პაპიძე, ჯენეტი ლომიძე და თამარ კაიკაციშვილი. გამარჯვებულ კონკურსანტებს სერტიფიკატებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათა და მაისში ჩაუტარდებათ ტრენინგი შემოქმედებით წერაში.
უკან |