ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

რიტორიკის სკოლა აცხადებს მსმენელთა მიღებას!

ჰუმანიტარულ ფაკულტეტთან არსებული რიტორიკის სკოლა იწვევს მსმენელებს ორატორული ხელოვნების  შესასწავლად.

სკოლაში ფუნქციონირებს სპეციალური პროგრამა, რომლის საბაზო ნაწილი  მოიცავს 60 საათს. მსმენელი, საჭიროებიდან გამომდინარე, ირჩევს როგორც სრულ (საბაზო), ისე კომბინირებულ კურსს. მეცადინეობაზე დროის 70% ეთმობა პრაქტიკას, ხოლო 30% _ თეორიას.

 ტრენინგებზე დაიშვება ყველა ის პირი, ვინც გაივლის სპეციალურ დიაგნოზირებას. იმუშავებს ორი ასაკობრივი ჯგუფი: 1)15-დან 20 წლამდე 3)20 წლის და ზევით. სწავლება მოიცავს სამ საფეხურს:

I საფეხური-ყურადღება ეთმობა მეტყველების ტექნიკის დახვეწას, მეტყველების ენერგეტიკას, ხმაზე მუშაობას (სიმაღლე, ტემპი, ინტონაცია, დიქცია…), „პარაზიტი“  ბგერებისა და სიტყვების მოცილებას, სხეულის მართვას, პოზას, ჟესტს (სიმეტრია, დასრულებულობა, გახსნილობა, ჟესტის სიტყვასთან შესატყვისობა), მოძრაობას, აუდიტორიის შიშის დაძლევას(საჭიროების შემთხვევაში-ფსიქოთერაპიას).

II საფეხური- შეძენილი ჩვევების გაღრმავება, აუდიტორიის მართვის ხერხები და საშუალებები, მხედველობითი კონტაქტი, სამეტყველო პაუზა, საჯარო გამოსვლის ტექსტის მომზადება, სამეტყველო იმპროვიზაციის ხერხები და საშუალებები, მეტყველების სტილზე მუშაობა (ლექსიკა, სინტაქსი, ფრთიანი გამოთქმები).

III საფეხური-რთული აუდიტორიის მართვა, კითხვა-პასუხის ხელოვნება, ეფექტური პრეზენტაცია, დებატის ხელოვნება. სწავლების ყველა საფეხურზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ვიდეოტრენინგი.

მეცადინეობა მიმდინარეობს როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად (მსმენელის სურვილის გათვალისწინებით). მსმენელის მოთხოვნის შემთხვევაში დაცული იქნება კონფიდენციალურობა. ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასება ხდება სპეციალური ინტელექტ-რუქის მეშვეობით (შეფასების კრიტერიუმების სისტემა). ტრენინგ-კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.

დაგვიკავშირდით:

1. ელგუჯა მაკარაძე- ტელ. 599 56 07 54

2. მალხაზ ბალაძე-ტელ. 557 47 14 14


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა