ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტაჟირება პუატიეს უნივერსიტეტში თემაზე: „ფრანკოფონია, ენები და თარგმანი“

სურათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორებმა მარინე სიორიძემ და ვიქტორია დიასამიძემ, ფილოლოგიის დოქტორმა ნინო გურგენიძემ, ფრანგული ფილოლოგიის III კურსის სტუდენტებმა ქეთევან ჯაიანმა და თეონა ბუაძემ საფრანგეთის ქალაქ პუატიეს უნივერსიტეტში გაიარეს სტაჟირება ლინგვისტიკასა და თარგმანში თემაზე: „ფრანკოფონია, ენები და თარგმანი“. ევროპული საზაფხულო კამპუსის ეგიდით გამართულ ორკვირიან სტაჟირებაში მონაწილეობდნენ ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები. სალექციო კურსებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს უძღვებოდნენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. საზაფხულო კამპუსის მონაწილეებმა გაიარეს 37-საათიანი კურსი შემდეგი მიმართულებით: თარგმანის თეორია, თარგმნის პრაქტიკული კურსი და ინტერპრეტირება, თარგმანი და ინტერკულტურული აზროვნება. ასევე ჩართული იყვნენ 30 ივნისს გამართულ თარგმანის ევროპული კომისიის მიერ შეთავაზებულ 3-საათიან სემინარში: „ევროპული მულტილინგვიზმი და თარგმანი“. ევროპული კამპუსის მონაწილეებს გადაეცათ სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა