27 აპრილი 2016 წელი
2016 წლის 7-8 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აჭარის ა/რ განთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება ჰუმანიტარული ფაკულტეტის არაფორმალური განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექცია-სემინარი - ,,ადამიანის უფლებები, თავისუფლება და მოვალეობა დემოკრატიულ და არადემოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმებში“
ლექციას წაიკითხავს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და კავკასიის უნივერსიტეტი (CU) ასოცირებული პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ქეთევან მუხიგული.
საჯარო ლექციის ჩატარების ადგილი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი, მეორე სართული, 44-ე აუდიტორია.
ლექციის დაწყების დრო - 11:00 სთ.
შესვენება 13:00 სთ-დან 13:30-მდე. (ნახევარი საათი)
ლექციის დასრულების დრო - 16:00.