26 აპრილი 2016 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდები გაიმართა. ერთიანი ეროვნული გამოცდების იმიტირებულ ტესტირებაში ბათუმისა და რეგიონის 400-მდე აბიტურიენტი მონაწილეობდა. გამოცდები ჰუმანიტარული ფაკულტეტზე არსებული „არაფორმალური განათლების ცენტრის’’ ორგანიზებით ჩატარდა და ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტესტირების მიზანი აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება იყო.
„არაფორმალური განათლების ცენტრი ’’ ბსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე 2015 წელს შეიქმნა და მისი მიზანი უნივერსიტეტის როლის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საზოგადოების დაახლოებაა.