10 მაისი 2016 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. კვირეული ისტორიის სპეციალობის სტუდენტთა კონფერენციით -,,ევროპა და საქართველო“ გაიხსნა. შედგა ფილმის ,,მოგზაურობა ეროპაში“ ჩვენება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის პირობები გააცნეს და გაცვლითი პროგრამების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა სახელწოდებით -,,ევროპა იწყება საბერძნეთით“ ანტიკური სამოსის დეფილე გამართეს, ასევე საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისისა და სლავური სამყაროების კუთხეები მოაწყვეს, სადაც ნაციონალური სამზარეულო, ტანსაცმელი და ტრადიციები წარმოადგინეს.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საგარეო საქმეთა სამსახურისა და საინფორმაციო ცენტრი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ’’ ორგანიზებით ჩატარდა.