24 მაისი 2016 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონელი პროფესორის ჯოანა შერშუნოვიჩის საჯარო ლექცია გაიმართა თემებზე:
საჯარო საუბრის ხელოვნება;
აკადემიური ტექსტი და მისი სპეციფიკა;
კულტურათაშორისი კომუნიკაცია: მნიშვნელოვანი განსხვავებები;
ლექციის მიზანი იყო აუდიტორიისათვის ეფექტური საჯარო გამოსვლის თანამედროვე მეთოდების გაცნობა და აკადემიური სტილის, როგორც წერილობითი კომუნიკაციის განსაკუთრებული ტიპის დახასიათება. შეხვედრის დროს, ჯოანა შერშუნოვიჩმა კომუნიკაციის იმ მსგავსება-განსხვავების ანალიზი მიმოიხილა, რომელიც ლინგვისტური და კულტურათაშორის კომუნიკაციის დროს არსებობს.