ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

თურქოლოგიის სპეციალობის სტუდენტთა გამოფენა-დეგუსტაცია

სურათი

თურქეთის რესპუბლიკის საქარაის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელმა, ასისტენტ-პროფესორმა მუჰარემ იოჩალინიმ  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა თემაზე: „ დიალექტების კვლევის მნიშვნელობა კულტურასა და ენათმეცნიერებაში და თურქეთის თურქულის დიალექტების კვლევები’’. საჯარო ლექციას პროფესორ-მასწავლებლებსა სტუდენტებთან ერთად თბილისის იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრის დირექტორი ბატონი ზექერია გიულთექინი  და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში იასინ თემიზქანი ესწრებოდა.


ლექციის დასასრულს, თურქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა ყოველწლიური შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს  სახელწოდებით  „სამშობლო’’, რომლის ფარგლებშიც ქართული და თურქული სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება  შემაჯამებელი კონცერტით დასრულდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა