ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტრენინგი ფრანგული ენის მასწავლებლებისათვის

სურათი

 

2016 წლის 24 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის მიმართულებაზე  მასწავლებელთა  ტრენინგი (60 საათი) გაიმართა შემდეგ თემებზე: თარგმანის თეორია; ფრანგული და ქართული პოლიტიკური ტერმინოლოგია; ფრანგული და ქართული პოლიტიკური დისკურსის კვლევა და ანალიზი; ზეპირი-თანმიმდევრული თარგმანი ფრანგულიდან ქართულ ენაზე და ქართულიდან ფრანგულ ენაზე საერთაშორისო და დიპლომატიურ თემატიკაზე.


ტრენინგი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ლინგვა პლუსის“ ერთობლივი ორგანიზებით და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დაფინანსებით ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ლინგვა პლუსის“ თავმჯდომარე ქეთევან ჯაში.  ტრენინგის დასასრულს  შემაჯამებელი გამოკითხვა ჩატარდა და მონაწილეებს: პროფესორ ნატალია სურგულაძეს, ასისტენტ პროფესორ ნათია აბაშიძეს, უფროს მასწავლებლებს დინარა ფაღავას და ნინო გურგენიძეს და მასწავლებელს მანონი ძნელაძეს,  სერტიფიკატები გადაეცათ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა