ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ !!! 2016 წელი შოთა რუსთაველის საიუბილეო - 850- წელია!

სურათი

2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა!
17 ივნისი საქართველოში შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის-„ვეფხისტყაოსნის“- კითხვის დღეა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერის და  ქართული კალიგრაფიის კონკურსს აცხადებს!

                                                          შემოგვიერთდით!

2016 წლის 15 ივნისამდე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში  (ოთ. #40) მოგვიტანეთ თქვენი ხელით გადაწერილი(A4 ფორმატის ქაღალდზე), თქვენივე გემოვნებით გაფორმებული და შერჩეული რუსთაველის ერთი სტროფი!
კონკურსი-გამოფენა ჩატარდება 17 ივნისს, 13 სთ-ზე, ფაკულტეტის საგამოფენო სივრცეში (II სართული).
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა