ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

‘’არაფორმალური განათლების ცენტრის’’ წლიური ანგარიში

სურათი

უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტთან არსებული ‘’არაფორმალური განათლების ცენტრის’’  საქმიანობის  შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. სტუდენტებმა ფართო საზოგადოებას ცენტრის   მისია, მიზნები, ამოცანები და  წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნეს.
პროექტის ფარგლებში ‘’უნივერსიტეტი-სკოლას’’ ფილოსოფიის სპეციალობის სტუდენტებმა ლოგიკის სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, ქალაქის სხვადასხვა სკოლის აბიტურიენტები  ზოგადი უნარების გამოცდებისათვის მოამზადეს.

ბათუმისა და რეგიონის 400-მდე აბიტურიენტმა ცენტრის ორგანიზებით, ზოგადი უნარების  ‘’იმიტირებული გამოცდები’’ გაიარეს.  ტესტირება ერთი კვირის  განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება იყო.
‘’ლიტერატურული კლუბი’’ ყოველკვირეულად, ბათუმისა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუმრების მონაწილეობით საჯარო შეხვედრებს  მასპინძლობდა. კლუბის მუშაობაში ჰუმანიტარული ცოდნით  დაინტერესებული სტუდენტების მოზიდვის მიზნით, აქტიურად იყვნენ  ჩართული როგორც ჰუმანიტარული, ასევე სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები .
აგრეთვე, ‘’არაფორმალური განათლების ცენტრის’’ ბაზაზე განხორციელდა ისეთი  მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტები, როგორიცაა: ღია ბიბლიოთეკა, დებატების კლუბი, რიტორიკის სკოლა, კინო კლუბი, სტუდენტური ინტერნეტ-ჟურნალი,  იოგას კლუბი და ა.შ.

არაფორმალური განათლების ცენტრი ბსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე 2015 წელს შეიქმნა და მისი მიზანი უნივერსიტეტის როლის გაზრდა  საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საზოგადოების დაახლოებაა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა