13 ივნისი 2016 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტების, თამარ სირაძის, ნინო გვაზავასა და ია ცეცხლაძის ინიციატივით, ისტორიკოს-სტუდენტთა ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობდნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის II კურსის სტუდენტი ოთარ ჭიღლაძე, ილიას უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი გიორგი მენაფირე, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი კონსტანტინე მარტინენკო, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი ბექა ლეჟავა, ანდრია პირველწოდებულის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი ნანა ნატროშვილი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი ლაშა ჭელიძე და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი თამაზ დავითაძე.
კონკურსი 3 ტურისაგან შედგებოდა, კითხვები კი ისტორიის სხვადასხვა პერიოდს შეეხებოდა. გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ოთარ ჭიღლაძე გახდა, რომელსაც საპრიზო თასი გადაეცა. თითოეულ მონაწილეს შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სასაჩუქრე კომპლექტი და სერტიფიკატები გადაეცა. საუნივერსიტეტო ინტელექტუალური კონკურსი შემეცნებითი ხასიათისაა და მიზნად ისახავს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების გაცნობას, დაახლოებასა და სამომავლო თანამშრომლობას.