11 სექტემბერი 2016 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა „ენების კვირეული ბსუ-სთან ერთად’’ დასრულდა. დახურვის ცერემონიაზე ერთკვირიანი მუშაობა შეჯამდა და სკოლის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.
საზაფხულო სკოლაში „ ენების კვირეული ბსუ-სთან ერთად ‘’ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლის 100-მდე მოსწავლე და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. მონაწილეებს ერთი კვირის განმავლობაში უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული) ინტენსიური კურსი ჩაუტარდათ, რომლის მიზანი უცხო ენაზე წერის, საუბრის და პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესება იყო.
პროგრამის საგანმანათლებლო და გასართობ-შემოქმედებით ნაწილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელები და მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები უძღვებოდნენ.
საზაფხულო სკოლა „ენების კვირეული ბსუ-სთან ერთად’’ ყოველწლიურად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება.