1 ნოემბერი 2016 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა ,,კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში’’ დასრულდა. პროექტი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე უძღვებოდნენ. საზაფხულო სკოლის მიზანი სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების განვითარება იყო დაა მასში აჭარის რეგიონში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების, ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები ღებულობდნენ მონაწილეობას.
ლექციები ისეთ საკითხებს შეეხებოდა როგორიცაა: სუბიექტურობისა და ობიექტურობის პრობლემა სოციალურ მეცნიერებებში, სოციალური ქცევა, გენეტიკა და კულტურა, სოციალური თეორიის ,,სიღატაკე“, კულტურის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში და სხვა.
საზაფხულო სკოლა ,,კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში’’ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.