22 ოქტომბერი 2016 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მარინე სიორიძე 2015-2016 სასწავლო წელს ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus EMBER - Action 2) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ესპანეთში, სევილიის უნივერსიტეტში. ფრანგული ფილოლოგიის დეპარტამენტში (Universidad de Sevilla, Departamento de Filología Francesa) მკვლევარი/მასწავლებლის პოზიციაზე მკვლევარმა ფრანგული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ ინმაკულადა ილიანეს ორტეგას (Inmaculada ILLANES ORTEGA) ხელმძღვანელობით ჩაატარა სამეცნიერო კვლევა თემაზე: „კულტურულად მოტივირებული ფრაზეოლოგიური ერთეულების კვლევა ევროპულ და ქართულ ლიტარატურაში“ (« Culturally Motivated Phrasal Units in European and Georgian Literature »). ასოცირებულმა პროფესორმა მარინე სიორიძემ, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, ჩაატარა ლექცია/კონფერენცია ლიტერატურაში (20 აკად. საათი), პრაქტიკული კურსი ფრანგულ და იტალიურ ენებში (10 აკად. საათი), მოამზადა საკვლევ თემასთან დაკავშირებული რამდენიმე სამეცნიერო სტატია და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონგრესში „Congreso de Literatura, Lengua y Traducción liLETRAd”.