ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფრანგული ინსტიტუტის ატაშეს ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს  თბილისში საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საკითხებში  ტერი ბურტე ეწვია. ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა. ახლად დანიშნული ატაშე უნივერსიტეტის რექტორს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ფრანგული დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანს შეხვდა.  შეხვედრაზე რექტორმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობებზე,  საუნივერსიტეტო თანამშრომლობაზე და მზაობა გამოთქვა  მომავალი თანამშრომლობისათვის. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად  არსებულ გაცვლით პროგრამებზე ისაუბრა, განიხილა  პრობლემები და  გადაჭრის გზები დასახეს.

შეხვედრის დასასრულს ტერი ბურტე  ტურიზმის ფაკულტეტს ეწვია, დეტალურად გაეცნო ფაკულტეტზე მოქმედ პროგრამებს და მომავალი აქტიური თანამშრომლობის გეგმები გააცნო.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა