12 დეკემბერი 2016 წელი

9-10-11დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ ფრანგული, როგორც სპეციალობის ენა“ – FOS. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ნატალია სურგულაძემ და მასწავლებელმა თამარ მაჭუტაძემ. შეხვედრა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თბილისის ფრანკოფონიის ციფრული კამპუსის მიერ იყო ორგანიზებული და მას ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ჯაში უძღვებოდა.