8 დეკემბერი 2016 წელი

ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის ცენტრში წმ. გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-15 საერთაშორისო კავკასიური სესია გაიმართა. : "ქართული ცივილიზაცია ანტიკური ხანიდან შუა საუკუნეებამდე - ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება", სადაც ბსუ-ს ასოც. პროფ. ემზარ კახიძემ, პროფ. შოთა მამულაძესთან თანაავტორობით წარმოადგინა მოხსენება: "რომაული და ბიზანტიური ციხეების დაზვერვა სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში".