27 თებერვალი 2017 წელი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 13 სტუდენტი მიმდინარე სემესტრში სწავლას უცხოეთის უნივერსიტეტებში გააგრძელებს, ერაზმუს + -ის და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. ავსტრია, ზალცბურგი (ქეთევან ტვილდიანი); ესტონეთი, ტარტუს უნივერსიტეტი (სულხან მამულაძე); ბულგარეთი, რუსეს უნივერსიტეტი (ნუნუ ჯაფარიძე, ლელა თავართქილაძე, ქეთევან არძენაძე, თამთა ნაგერვაძე, ნათია ჭიჭინაძე); ყაზახეთი, ასტანა (გურანდა შაინიძე); ნახიჩევანის უნივერსიტეტი (ჯაბა წინწკალაძე, გიორგი ცეცხლაძე, მელანო ქონდარიძე, თამთა თურმანიძე); იტალია, ტრიესტი (თამთა გაბაიძე).