ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფრანკოფონიის კვირეულის ოფიციალური დახურვა

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის კვირეული საზეიმოდ დაიხურა. კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტს საფრანგეთის საელჩოს ატაშე სამეცნიერო და საუნივერსიტეტო დარგში ტერი ბურტე  და ფრანგული ინსტიტუტის ლინგვისტური და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი ქეთევან ქურციკიძე ეწვია.    სტუმრებმა ფრანგული ენის მნიშვნელობაზე, სასწავლო და სამეცნიერო თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.   

ფრანკოფონიის კვირეულის დახურვის ცერემონიაზე  ფრანგული ენის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებსა  და საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიგელები გადასცეს.
ფრანკოფონიის კვირეული  ბსუ-ში  19 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტი მიზნად ისახავს ფრანგული ენის პოპულარიზაციას, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლებას, აბიტურიენტთა მოზიდვას, სტუდენტური ცხოვრების გამოცოცხლებას და ევროპულ პროექტებში ჩართულობას.

ფრანგული ენის დღეები მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად აღნიშნავს ფრანკოფონიის დღეებს სხვადასხვა  კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა