18 მაისი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორ ამირან კახიძისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ შოთა მამულაძის ავტორობით ქართულ-ინგლისურენოვანი წიგნი „აჭარის არქეოლოგიური ძეგლები“ გამოიცა. ნაშრომში წარმოდგენილია აჭარის ტერიტორიაზე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე აღმოჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლები. არტეფაქეტების ძირითადი ნაწილი ავტორთა საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგადაა მოპოვებული და უახლესი აღმოჩენების დიდი ნაწილი უშალოდ ეხმაურება ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს. წიგნი „აჭარის არქეოლოგიური ძეგლები“ განკუთვნილია დარგის სპეციალისტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველებისათვის.