ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. პროფესორებმა რამაზ ხალვაშმა და შორენა მახაჭაძემ საჯარო ლექცია - „შოთა  რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ - საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საიდენტიფიკაციო კოდი“ წაიკითხეს, ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა ციური ქათამაძემ მოხსენება - „შოთა რუსთაველი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში“ წარმოადგინა. 6 მაისის პარკში „ვეფხისტყაოსნი“ სტუდენტყებმა და პროფესორ-მასწავლებლემბა საჯაროდ წაიკითხეს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, უკრაინულ, პოლონურ, თურქულ, არაბულ ენებზე. გამოიფინა სტუდენტთა მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შესრულებული ნახატები, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ატრიბუტიკა რუსთაველის ლოგოთი, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ხელით შესრულებული კალიგრაფიული ნიმუშები (სტროფები „ვეფხისტყაოსნიდან“)  და მოეწყო აქცია -„დავამზადოთ და ვატაროთ კოკარდები“. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა