1 ივნისი 2017 წელი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 1 ივნისს გაიხსნა. მუშაობა დაიწყო 6 სექციაში: ქართული ენა, (8 სტუდენტი) ქართული ლიტერატურა, (7 სტუდენტი) ლინგვისტიკა , (5 სტუდენტი) ინგლისური ლიტერატურა, (3 სტუდენტი) საქართველოს ისტორია, (9 სტუდენტი) მსოფლიო ისტორია (7 სტუდენტი). კონფერენციაში ბსუ-ს სტუდენტებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ, სექციებში საინტერესო დისკუსიები მიმდინარეობს.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 5 ივნისს დასრულდება, სულ 10 სექცია იმუშავებს. 2 ივნისს ფილოსოფიის, აღმოსავლეთმცოდნეობისა და არქეოლოგიის სექციები გაიხსნა, 5 ივნისს კი სლავისტიკის სექცია იმუშავებს.