ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ვიდეო გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია აიოვას უნივერსიტეტთან

სურათი

ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის აი ენ თი-ს მოსწავლეებმა ქეთო შავაძემ, გურანდა ოსიძემ, კახა მურვანიძემ და ნიკა ჯიჯავაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. მოსწავლეებმა  აიოვას უნივერსიტეტთან ვიდეო გაცვლით პროგრამაზე ისაუბრეს , რომელშიც აი ენ თი  მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მონაწილეობს. შეხვედრის მიზანი  სტუდენტების ინფორმირება, გამოცდილების გაზიარება და პროგრამაში ჩართვა იყო.

შეხვედრას  ბსუ-ს მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები და პროფესორები  ირინე გოშხეთელიანი და ნინო დვალიძე ესწრებოდნენ. პრეზენტაცია ბსუ-ში აი ენ თი-ს მასწავლებლის ნინო კუხალეიშვილის კოორდინირებით  და ბსუ-ს ასისტენტ -პროფესორის ნათია ქათამაძეს  ორგანიზებით გაიმართა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა