1 ივლისი 2017 წელი
IX საერთაშორისო ფორუმი „გეო-კულტურული სივრცე: სმარტ-ტექნოლოგიები განათლებასა და სოციუმში“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფორუმი სხვადასხვა ქვეყნის ლინგვისტებს, მეთოდისტებს, კულტურულოგებს, ლიტერატურათმცოდნეებსა და პედაგოგებს აერთიანებს ეროვნულ სოციუმთა ჰუმანიტარულ სფეროში წარმოქმნილი აქტუალური პრობლემების გამოსაკვლევად. სესია ასევე ითვალისწინებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაუმჯობესებას, რეალურ და ვირტუალურ ფორმატში ურთიერთბის კულტურის ამაღლებას, სპეციალისტთა მეცნიერული და პედაგოგიური პოტენციალის ინტეგრაციას ინოვაციური კულტურათშორისი საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს შექმნის გზით.
ფორუმის რეალურ და ინტერნეტსივრცეში სამეცნიერო მოხსენებებს წარმოადგენენ ქართველი, ამერიკელი, იაპონელი, იტალიელი, რუსი, სლოვაკი, სომეხი, ბელორუსი, ყირგიზი, ყაზახი, ჩინელი, ბულგარელი, შოტლანდიელი, უკრაინელი, ფინელი, ყირიმელი, ბელგიელი და ტაივანელი მკვლევარები.
IX საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართება დისკუსია სწავლების თეორიისა და პრაქტიკის ინოვაციურ მიმართულებებზე, ადაპტაციის კულტურათშორის და მიგრაციულ პრობლემებზე, ბილინგვურ განათლებასა და თარგმანზე, სმარტ-ტექნოლოგიებზე, ფილოლოგიურ და ლიტერატურულ საკითხებზე. ფორუმის დასასრულს, ყველა დისკუსია შეჯამდება და მიღებული იქნება წინადადებები მომდევნო ფორუმებზე განსახილველი საკითხების შესახებ.
კვლევის მიმართულებები:
-
ლიტერატურული ჰორიზონტები
-
ინოვაციები ფილოლოგიაში
-
თანამედროვე საზოგადოებაში ბილინგვიზმის როლის ზრდა: ბილინგვური განათლება
-
თარგმანი და კულტურათაშორისი კომუნიკაცია
-
უცხო ენები და მათი სწავლების მეთოდიკა, პედაგოგიური საქმიანობის კულტურათაშორისი ასპექტები
-
საერთაშორისო მიგრაციის და დემოგრაფიის სოციოკულტურული ასპექტები
-
საინფორმაციო ტექნოლოგიები და სმარტ-ტექნოლოგიები, დიგიტალური განათლების მეთოდიკა, მულტიმედია
-
საერთაშორისო ფორუმი პროექტის „ინტელექტუალური საზოგადოების ვირტუალური საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცის შექმნა“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო ახორციელებს მსოფლიო უნივერსიტეტებთან (საქართველო, აშშ, სომხეთი, იტალია, რუსეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია) თანამშრომლობით