18 იანვარი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ფილოსოფიური სემინარი თემაზე - „ჰერაკლიტე ეფესელი და ფრიდრიხ ნიცშე“. სემინარს უძღვებოდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ირემაძე. პროფ. თ. ირემაძემ წარადგინა მოხსენება, რომელიც ეხებოდა დიდი ბერძენი ფილოსოფოსის, ჰერაკლიტე ეფესელის ინტერპრეტაციის თავისებურებებს ფრიდრიხ ნიცშეს ადრეულ და გვიანდელ ნაშრომებში, განსაკუთრებით კი ნიცშეს მთავარ ფილოსოფიურ ნაშრომზე - „ესე იტყოდა ზარატუსტრა“, რომლის ძირითადი იდეები (მარადიული დაბრუნებისა და ზეკაცის იდეა, ძალაუფლების ნება და ა.შ.) ჰერაკლიტეს შემორჩენილი ფილოსოფიური ფრაგმენტების კვალსაც ატარებს.
სემინარში მონაწილებდნენ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ძირითადი და დამატებითი სპეციალობის, ქართული ფილოლოგიის და ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სემინარის ფარგლებში გამართულ ხანგრძლივ დისკუსიაში.